შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბო, გორის რაიონი. XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან ჟურნალ-გაზეთებში "დროება", "ივერია", "მნათობსა" და "კვალში" აქვეყნებდა ლექსებს, წერილებსა და თარგმანებს; იგი ქართველ ხალხოსნებთან ერთად მოღვაწეობდა, მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარისთვის; გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები "პეპო", 1895), "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი"; ასევე თარგმნა ჯ. ბაირონის "ჩაილდ-ჰაროლდი"(1879), ვ. სკოტის "აივენგო"(1895), ვ. ალფიერის "ვირგინია"(1873), კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"(1892), "პაცის ჯალაბობა", ვ. პოტოს "საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო"(1894 წელს დაიბეჭდა ცალკე წიგნად), მისი ზოგიერთი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი–"მე ქართველი ვარ!", "სიმღერა" ("არც სახლი მაქვსმ არც კარი"), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ" და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. მთარგმნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.52 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |