The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ მანჯგალაძე

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1964 წლიდან "ბაქტერიოფაგის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1979 წლიდან რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან დირექტორი; 1997 წლიდან სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰენტოზო-ფოსფატური ციკლის მუტანტების მიღება და მათი ბიოქიმიურ-გენეტიკური ანალიზი", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 213; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.443

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ექსპერტი
  • აშშ-ის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი
  • ბოსტონის უნივერსიტეტი(აშშ), საპატიო დოქტორი
  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საზოგადოება "თბილისელი", წევრი
  • საქართველო მოქალაქეთა კავშირი, წევრი-დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    ქ. თბილისში მართლწესრიგის დაცვა-განმტკიცებაში აქტიური მონაწილეობისათვის, მამაცობისა და მოქალაქეობრივი ვალის მოხდისათვის

გააზიარე: