შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს; 1953 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1953–1961წწ. იყო თბილისის სპეციალური სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1948 წლიდან მუშაობდა საქართველოს ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტში; მუსიკალური ნაწარმოებებია: "შაითან ხიხო"(ოპერეტა, 1972), ორატორია "რევოლუციურ საქართველოს"(1967), კანტატები "მიყვარს მამული"(1960), "უკვადავი სახელი"(1970), ვოკალურ–სიმფონიური პოემები, ცერტერები ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ფლეიტის, ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის, კამერულ–ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები და სხვ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |