შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მანაგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; 1988-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1990 წლიდან თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწფო უნივერსიტეტის დოცენტი. რეჟისორია ფილმებისა: "წუთისოფელი" (1971), "საერთო კედელი" (1978), "კაშხალი მთაში" (1978), "ნოე" (1991), "ანგელოზის გადაფრენა"(2001) და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრიზი; საქართველოს, საკავშირო და საერთაშორისო პრემიები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 213; ქართულიკინო: ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: georgian-cinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.505 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |