Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ მამულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: შუახევის რაიონი, სოფელი ნენია. დაამთავრა ქ. ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1977 წელს; საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო ინსტიტუტის სამეურნეო სამართლის ფაკულტეტი. 1977 წელს იყო შუახევის რაიონული კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1977-1987წწ. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი-მსახიობი; 1987-1997წწ. ხელვაჩაურის რაიონის კულტურის ცენტრის დირექტორი; ბათუმის და ხელვაჩაურის საშუალო სკოლებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების პედაგოგი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი, დრამატული და საკონცერტო კოლექტივების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი. დაწერილი აქვს სიმღერა "ჩემი მხარე". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 211 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |