შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მამისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგი, დოცენტი; 1995 წლიდან პოლო-სტუდია "თეთრი კვადრატის" პრეზიდენტი; 1996 წლიდან ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთავარი კოორდინატორი; 1989 წლიდან სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიისა და ისტორიის პედაგოგი. ავტორია მუსიკალური ნაწარმოებებისა: "ბაქია ბაჭია" (საბავშვო ოპერა), "შვიდი სიმფონია", 4 საფორტეპიანო კონცერტი, საგუნდო ორატორიები და ციკლები, პიესები ორკესტრისთვის, ორღანისთვის, ფორტეპიანოსთვის და სხვ. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფოლმებისთვის, ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 210; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.494-495 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |