The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მამისაშვილი

ნოდარ მამისაშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2022  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს.

1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგი, დოცენტი; 1995 წლიდან პოლო-სტუდია "თეთრი კვადრატის" პრეზიდენტი; 1996 წლიდან ბგერითი ეკოლოგიის ცენტრის მთავარი კოორდინატორი; 1989 წლიდან სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიისა და ისტორიის პედაგოგი. ავტორია მუსიკალური ნაწარმოებებისა: "ბაქია ბაჭია" (საბავშვო ოპერა), "შვიდი სიმფონია", 4 საფორტეპიანო კონცერტი, საგუნდო ორატორიები და ციკლები, პიესები ორკესტრისთვის, ორღანისთვის, ფორტეპიანოსთვის და სხვ. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფოლმებისთვის, ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: