Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. მუშაობდა საპროექტო და საპროექტო–კვლევით დაწესებულებებში; 1971 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1972 წლიდან იყო ინტერიერის კათედრის გამგე; მთავარი ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლი ბარნოვის ქუჩაზე(1958), ობელისკი-შემოსასვლელი თბილისის 1500 წლისთავის აღსანიშნავად(1958), 300 არაგველის მემორიალი, სასტუმრო "ივერიის" რესტორნის მთავარი და აღმოსავლური დარბაზები და ღამის ბარი(1967), სასტუმრო "თბილისის" ღამის კლუბი "მუხამბაზი"(1973), სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი(1966, ქ. სიღნაღი), საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიღებათა დარბაზის ინტერიერები(1976), კარდიოსარეაბილიტაციო სანატორიუმი "ქართლი" თბილისის ზღვაზე(1978), სასტუმრო "მედეა"(1987, ბათუმი). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |