Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ბაქრაძე (ალექსი ბერი)![]()
Biographyდაბადების ადგილი. სოფელი სევა, ონის რაიონი. სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაგზავნეს. აკადემიის დამთავრების შემდეგ ქუთაისში ჩავიდა და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დახმარებით სვანეთში იმოგზაურა, სადაც XIV-XVI სუკუნეების 100–ზე მეტი ეპიგრაფიკული და დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა. იგი იყო "კავკასიის არქეოლოგიიის მოყვარულთა საზოგადოების" ერთ–ერთი ფუძემდებელი. მნიშვნელოვანია მისი ნამუშევრები ქართული გვარების გენეალოგიის შესახებ. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საისტორიო წყაროების მოძიებაში, რომლებიც სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებს შესწირა. საკუთარი ხელით აქვს გადაწერილი ბევრი ხელნაწერი. მოითხოვდა სკოლიდან განდევნილი ქართული ენის აღდგენასა და მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღებას, არსებული სწავლების სისტემის გარდაქმნას. 1898 წელს სამუდამოდ დატოვა საქართველო და იერუსალიმის მოლოცვის შემდგომ დაემკვიდრა ათონის წმინდა მთაზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. მამა ალექსი იყო შესანიშნავი კალიგრაფი. მამა ალექსის დიდ სქემაში აღკვეცის მერე უწოდეს ათანასე. 1908 წელს თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი "განხილვა ერნესტ რენანის მოსაზრებათა იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ". მუშაობდა "მოგზაურობის დღიურზე", რომლის ნაწყვეტებს თბილისში გზავნიდა გამოსაცემად. მღვდელსქემმონაზონი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |