შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1912 წელს; სწავლობდა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე.1913 წელს გადავიდა პეტერბურგში სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში. 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, იბრძოდა თურქეთის ფრონტზე. 1916 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1917 წელს დაამთავრა. 1917–1941წწ. მუშაობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ფიზკულტურის მასწავლებლად. 1935 წელს მისი თაოსნობით ამ სკოლის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს განათლების სახალხო კომიტეტის ბავშვთა სპორტული სკოლა. ა. ბაქრაძე იყო ამ სკოლის მასწავლებელი და დირექტორი. 1950 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1941–1958წწ. მუშაობდა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტანმოვარჯიშე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |