The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1 დეკემბერი, 1989  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1929 წელს.

1937 წლიდან ეწოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სხვადასხვა წლებში მუშაობდა საახელმწიფო ორგანიზაციებში; ძირითადი მეცნიერული ნაშრომები ეხება პოლიტეკონომიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორიის საკითხებს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.374

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: