The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1887
გარდაცვ. თარიღი:18 დეკემბერი, 1960  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

დაამთავრა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტი 1914 წელს.

მუშაობდა ბეითლად თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის დაბა ჯალალოღლიში(ახლანდელი სტეფანავანი, სომხეთის რესპუბლიკა); 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1935–1937წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის(ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგე, 1937–1939წწ. საქართველოს წიგნის პალატის სწავლული მდივანი, 1938 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. მან დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ბიბლიოგრაფიისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობის განვითარებას, უმაღლეს საბიბლიოთეკო განათლებას. აღსანიშნავია გ. ბაქრაძის შედგენილი "ქართული პერიოდიკა. ბიბლიოგრაფია. 1819–1945"(თბილისი, 1947). ვლადიკავკაზის გიმნაზიაში სწავლის დროს შეისწავლა ესპერანტო. სპეციალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩიეს საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორად. ბიბლიოგრაფი, ესპერანტისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.373

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლონდონის ესპერანტოს ვეტერანთა საზოგადოება, წევრი (1958-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: