შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი 1938 წელს. 1940 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში ბელორუსიაში; II მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს; 1942 წლის აგვისტოში საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეურთდა; განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე; მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში; 1945 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1965 წლიდან იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |