The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ბაქრაძე

ვალერიან ბაქრაძე
სხვა სახელი:ჟელეზნი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1908  (22 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: შორაპნის მაზრა (ახლანდელი ჭიათურის რაიონი), სოფელი დარკვეთი.

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს; 1903–1904წწ. მონაწილეობდა ქუთაისის მოსწავლეთა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში; იყო რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის პროპაგანდისტთა კოლეგიის წევრი და მუშაობას ეწეოდა ბაღდათისა და ჭიათურის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციებში; 1905  წელს მონაწილეობდა ჭიათურის მუშათა და გლეხთა რევოლუციურ ბრძოლებში; შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში, სადაც ასრულებდა პარტიის პასუხსაგებ დავალებებს(არალეგალური სტამბის მოწყობა, რევოლუციური ლიტერატურის გავრცელება და სხვ.). 1908 წელს ვალერიან ბაქრაძე მონაწილეობდა ირანის რევოლუციაში. ერთ-ერთი შეტაკების დროს იგი შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს(ქალაქი ყაზვინი). რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 241. 


გააზიარე: