The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო ბაქრაძე

ლეო ბაქრაძე
ოფიციალური სახელი:ლეონიდე ბაქრაძე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1994  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1953 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, 1976 წელს მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. გადაღებული აქვს დოკუმენტური და სამეცნიერო–პოპულარული ფილმები: "ინგლისური დღიური"(1966 წელი), "ხალხი და პლანტაციები"(1968 წელი), "ექსპო–67"(1968 წელი), "ისწრფე სიკეთის ქმნა"(1975 წელი), "დრო არ ითმენს"(1981 წელი), "ქართველები დიდ თეატრში"(1982 წელი), "მე თბილისელი ვარ"(1982 წელი), "მარშალი"(1983 წელი), "გამალამაზეთ"(1984 წელი), "მთელი გულით"(1987 წელი) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალი, I პრიზი("მრავალჟამიერი")
  • 1981 - მოსკოვის XII საერთაშორისო კინოფესტივალი, ჟიურის სპეციალური პრიზი("გული")
  • 1980 - დუშანბეს XIII საკავშირო კინოფესტივალი, პრიზი და დიპლომი("გული")
  • 1979 - აშხაბადის XII საკავშირო კინოფესტივალი, I პრიზი და დიპლომი("ცით გატაცებულნი")
  • 1979 - კრაკოვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების XVI საერთაშორისო კინოფესტივალი, საპატიო დიპლომი("ისწრაფე სიკეთის ქმნა")

გააზიარე: