შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1964 წელს, 1973 წელს საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1965 წელს იყო ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1965-1970წწ. მეტროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1970-1973წწ. მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემიური მსმენელი; 1973 წელს "ტექმაშექსპორტის" უფროსი ინჟინერი; 1974-1976წწ. ავსტრალიაში სსრკ წარმომადგენლობის უფროსი ინჟინერი; 1977-1989წწ. "ლიცენზინტორგის" უფროსი ინჟინერი, დირექტორი(მოსკოვი); 1989-1992წწ. იაპონიაში სსრკ სავაჭრო წარმომადგენელი(ტოკიო); 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 1995 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 1998 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 209 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |