The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხუტა მამალაძე

ხუტა მამალაძე
ოფიციალური სახელი:ნუგზარ მამალაძე
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1947  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაცია-ელექტროფიკაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1970 წელს.

1997-1990წწ. მუშაობდა აგროსამრეწველო სფეროში: 1970-1988 წწ. "საქსოფლტექნიკის" ინჟინერი;  ჩოხატაურის რაიონის "საქსოფლტექზედამხედველობის" უფროსი ინჟინერ-ინსპექტორი; "საქსოფლტექნიკის ამავე რაიონის განყოფილების მთავარი ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ამავე დაწესებულების გარდაბნის რაიონული გაერთიანების უფროსი ინჟინერი, მმართველი; 1989 წლიდან აგროსამრეწველო კომბინატ "გარდაბნის" გენერალური დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, გარდაბნის №21 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქიდან; 2000-2003წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 209; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.232

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა ქვექომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1999-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: