შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი 1980 წელს; ბოლონიის უნივერსიტეტი 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. 1991-1994წწ. იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცნიერ-თნამშრომელი; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N4 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1994 -2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯიშთაშორისი შეჯვარების მეთოდით პროდუქტიულობის ამაღლება მეცხოველეობაში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 208; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.232 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |