The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მალაზონია

ნოდარ მალაზონია
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1956 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1958 წლიდან ჟურნალ "ნიანგის" მთავარი მხატვარი; 1990-1998წწ. (მ. მალაზონიასთან ერთად) ქართული ლარის, პასპორტის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ვაუჩერის, კუპონის, მართვის მოწმობის, ქართული თეთრის(ერთი მხარე) დიზაინის ავტორი; სარეკლამო-საგამომცემლო ფირმა "ბენეფისის" გენერალური დირექტორი. გრაფიკოსი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 208;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 210-211

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - კატანიის ტურისტული პლაკატების საერთაშორისო გამოფენის უმაღლესი ჯილდო, "ოქროს სპილო" და პრეზიდენტის ვერცხლის მედალი
  • 1974 - ჟურნალ "კროკოდილი", ბრინჯაოს მედალი
  • 1966 - საქართველოს მხატვართა კავშირი, ბრინჯაოს მედალი
  • 1964 - საქართველოს მხატვართა კავშირი, ბრინჯაოს მედალი
  • 1961 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
  • 1960 - ბერლინის გამოფენის პრემია
  • 1957 - საქართველოს ახალგაზრდობის და სტუდენტთა ფესტივალის ლაურეატი
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: