The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია მალაზონია

მამია მალაზონია
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1962 წელს.

1962 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1967-1968წწ. იყო რუსთაველის თეატრის, 1969-1976წწ. მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1976-1984წწ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს რუსთავის დრამატული, მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრების სპექტაკლები; შექმნილი აქვს კოსტიუმების ესკიზები კინოფილმებისათვის, მუშაობს წიგნის გრაფიკაში. 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მულტიპლიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოსხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის თეატრალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის პუშკინის სახელობის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ კერძო კოლექციებში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.207; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 206-207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურული პრემია "გალასა"
  • 2003 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1984 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: