შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს; დოქტურანტურა მოსკოვის თანამედროვე არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის კვლევით ინსტიტუტში 1989 წელს. 1971-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი(მოსკოვის საზოგადოებრივ ნაგებობათა კვლევით ინსტიტუტში); 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975-1993წწ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1975-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1998წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1993-1998წწ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;1994 წელს რომის უნივერსიტეტი "ლა საპიენცა"-ს მიწვეული პროფესორი; 2004-2007წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2009-2019წწ. მრჩეველი-კონსულტანტი იტალიის სხვადასხვა ორგანიზაციებში.1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, აკრედიტებული სან მარინოს რესპუბლიკაში, მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში – FAO, IFAD, WFP; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც ეხება დასავლეთის თანამედროვე არქიტექტურის და ქართული არქიტექტურის პრობლემატიკას. ამავე თემატიკით სისტემატურად მონაწილეობს უცხოეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მიღებული აქვს იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი (სან-მარინო, 1987), იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი (რომი, 1995). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიული მემკვიდრეობის როლი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურაში", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 205; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.590-591; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.110; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.434 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |