The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ლორთქიფანიძე

რუსუდან ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1947  (71 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს.

1971-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი(მოსკოვის საზოგადოებრივ ნაგებობათა კვლევით ინსტიტუტში); 1975-1997წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თნამშრომელი; 1977-1998წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1998-2004წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არის 50- მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიული მემკვიდრეობის როლი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურაში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 205;

        https://www.tsu.ge/ge/about/rectors/rccqa-pezith9llzr/


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იტალიის "კონსტანტინეს და ანგელოზების" ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების აკადემია, წევრი
  • რომის ანგელოზებისა და კონსტანტინეს ხელოვნების მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2002-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1972-)
  • ფლორენციის "დიდგვაროვანთა" აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი(რომი)
  • 1987 - იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი(სან-მარინო)

გააზიარე: