The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან ლორთქიფანიძე

რუსუდან ლორთქიფანიძე
Date of birth:5 August, 1947  (76 years)
Category:Architect, Diplomat, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1970 წელს; დოქტურანტურა მოსკოვის თანამედროვე არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის კვლევით ინსტიტუტში 1989 წელს.

1971-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი(მოსკოვის საზოგადოებრივ ნაგებობათა კვლევით ინსტიტუტში); 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975-1993წწ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1975-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1998წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1993-1998წწ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი;1994 წელს რომის უნივერსიტეტი "ლა საპიენცა"-ს მიწვეული პროფესორი; 2004-2007წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2009-2019წწ. მრჩეველი-კონსულტანტი იტალიის სხვადასხვა ორგანიზაციებში.1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, აკრედიტებული სან მარინოს რესპუბლიკაში, მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში – FAO, IFAD, WFP; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც ეხება დასავლეთის თანამედროვე არქიტექტურის და ქართული არქიტექტურის პრობლემატიკას. ამავე თემატიკით სისტემატურად მონაწილეობს უცხოეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მიღებული აქვს იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი (სან-მარინო, 1987), იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი (რომი, 1995). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიული მემკვიდრეობის როლი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურაში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 205; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.590-591;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.110

Member of Organizations

  • იტალიის "კონსტანტინეს და ანგელოზების" ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების აკადემია, წევრი
  • რომის ანგელოზებისა და კონსტანტინეს ხელოვნების მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2002-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1972-)
  • ფლორენციის "დიდებულთა" აკადემია, წევრი
  • ფლორენციის დიდებულთა აკადემიის კოლეჯი, საპატიო წევრი

Share: