Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როზა ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზანავი, ადიგენის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი სპეციალობით აგრონომია, აგრომელიორაცია 1980 წელს. 1980-1988წწ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1991წწ. ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1992წწ. წყალტუბოს ზონის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საწარმოო გაერთიანების თავმჯდომარე, სამმართველოს უფროსი; 1992-1993წწ. წყალტუბოს ზონის გამგებლის პირველი მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: მწვანეების პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქიდან. გამოქვეყნებული აქვს 29 სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების სხვადასხვა ფორმების ურთიერთქმედება მინერალოგიურ ასოციაციებთან", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 204; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.229 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |