The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ლორთქიფანიძე

ნუგზარ ლორთქიფანიძე
ოფიციალური სახელი:შალვა ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 2016  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1983წწ. იყო თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1983-1996წწ. საქართველოს ტელევიზიის, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრის დოცენტი; 1996 წლიდან თეატრის მოღვაწეთა კავშირის დრამატული თეატრების განყოფილების გამგე, ქუთაისის ოპერისა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს 60-ზე მეტი სპექტაკლი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 203; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.433

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: