შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1955 წელს. საქართველოს სამეცნიერო–პოპულარულ და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში" გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: "სეინერები ზღვაში გადიან" (1961), "დაუმთავრებელი დღიურები" (1962, ბ. კრეფსთან ერთად), "ალვანელი მეცხვარეები" (1964), "ვარძია" (1967), "კლდის ვეფხვი" (1968), "სანდრო ახმეტელი" (1969), "საგარეჯოელი ფალავანი" (1974), "შემოქმედების სიმფონია" (1975), "სერგო ქობულაძე" (1977), "სულხან ცინცაძე" (1979), "თავკაცი" (1980), "ენგურის ეპოპეა" (1982), "მეორე შტურმი" (1985), "ქალის პორტრეტი" (1987); მიღებული აქვს სპორტული ფილმების XXVIII საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (კორტინა დამპეცო, იტალია), დოკუმენტური ფილმისთვის – "ქართული ჭიდაობა" (1972), სახელმწიფო პრემია "ხუთწლედის მატიანე", ფილიმისთვის – "ენგურის ეპოპეა" (1982). კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.123 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |