შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ლოლუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1957 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. პერსონალური: საგამოფენო დარბაზი "მერანი" (1970), საბავშვო წიგნის მხატვართა მოსკოვის საერთაშორისო გამოფენა (1972), ქართველ მხატვართა პლაკატები (ვილნიუსი, 1984) და სხვ; ძმები გრიმების და ქართული ხალხური ზღაპრების დასურათებისთვის 1986 წელს დაჯილდოვდა სსრკ სამხატვრო აკადემიის დიპლომით; 1989 წლიდან იყო ჟურნალ "ნიანგის" მთავარი მხატვარი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოცენტი, გრაფიკის კათედრის პედაგოგი. მისი ნამუშევრები დაცულია: კულტურის სამინისტროში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის გალერეაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 199; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.411-412 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |