The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ლოლუა

მამია ლოლუა
ოფიციალური სახელი:ჯემალ ლოლუა
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2001  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1957 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. პერსონალური: საგამოფენო დარბაზი "მერანი" (1970), საბავშვო წიგნის მხატვართა მოსკოვის საერთაშორისო გამოფენა (1972), ქართველ მხატვართა პლაკატები (ვილნიუსი, 1984) და სხვ; ძმები გრიმების და ქართული ხალხური ზღაპრების დასურათებისთვის 1986 წელს დაჯილდოვდა სსრკ სამხატვრო აკადემიის დიპლომით; 1989 წლიდან იყო ჟურნალ "ნიანგის" მთავარი მხატვარი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოცენტი, გრაფიკის კათედრის პედაგოგი. მისი ნამუშევრები დაცულია: კულტურის სამინისტროში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის გალერეაში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 199; geonecropol.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური საკითხების მაღალპროფესიულ დონეზე გაშუქებისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: