The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანრი ლოლაშვილი

ჟანრი ლოლაშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მსახიობი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები 1963 წელს.

1958-1961წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961-1963წწ. კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი; 1963-1964წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრში განსახიერებული როლები: მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა"), ტიმოთე (ა. ცაგარელი, "ხანუმა"), გრენგოლი (შ. დადიანი, "გუშინდელნი"), მეორე ვეზირი (ა. სულაკაური, "სალამურა"), მწერალი (პ. კაკაბაძე, "ყვარყვარე"), მერკუციო (შექსპირი,"რომეო და ჯულიეტა”),  თედორე (ა. ტოლსტოი, "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), მთხრობელი (ბ. ბრეხტი,  "კავკასიური ცარცის წრე"), გიორგი (ნ. წულეისკირი "თუთარჩელა"), ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი, "ქალის ტვირთი"),  ვარსქენი (ი. ცურტაველი,  "შუშანიკის მარტვილობა"), ბრიგადირი (ა. გელმანი "დასაწყისი"), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი, "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), იონა (ლ. თაბუკაშვილი, "ათვინიერებენ მიმინოს"), მასხარა (შექსპირი, "მეფე ლირი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე, "კაცია-ადამიანი?!"), და სხვა. ჟანრი ლოლაშვილს ასევე შესრულებული აქვს  კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი ("ნუცა"), ედისონი ("მოხეტიალე რაინდები"), მხატვარი ("მწვანე მდელო"), იონა ("გზა შინისკანენ"), ნაპოლეონი ("ბაგრატიონი"),  ფოტორეპორტიორი ("რამდენიმე ინტერვიუი პირად საკითხებზე"),  ხოსე "ფაქიზად საყვარელი დეტექტივი"),  მმართველი ("გაქცევა ქვეყნის დასალიერში"), მამა ("მიახლოვება"), ხოსე-გარსია ("დონ-კიხოტი"), ხიუზი ("ჩემი ინგლისელი პაპა"), ძმა ("ვინ ამიყვანს იალბუზზე"), ილია ილიას ძე ("სტალინის მოგზაურობა აფრიკაში"), ყადი ("სიბრძნე-სიცრუისა"), მამა ("საფეხურები"), ქურდი ("საბედისწერო გასროლა"), და სხვა. 2000 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("კაცია- ადამიანი?!", რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი").

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 198; ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.50-51; rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: