The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გურგენიძე

რევაზ გურგენიძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1951
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 2012  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ქ. ულიანოვსკის (სიმბირსკი) უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელი 1973 წელს; ჯავშან–სატანკო ჯარების სამხედრო აკადემია 1988 წელს.

1973-1979წწ. მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში; 1978-1983წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, სადაც მეთაურობდა სატანკო ბატალიონს; 1983-1988წწ. იყო ქ. კიროვაბადში დისლოცირებული სატანკო პოლკის მეთაური, შემდეგ იმყოფებოდა ავღანეთში; 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 1992 წლიდან მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადას; მონაწილეობდა აფხაზთის კონფლიქტში; 1994-1998წწ. სარდლობდა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების ქართულ დანაყოფს. 2004 წლიდან იყო თადარიგში; გენერალ–მაიორი (1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: