The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გურეშიძე

ნოდარ გურეშიძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 2004  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს კომერციული სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1966-1967წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1987-1989წწ. მწერალთა კავშირის ლიტფონდის დირექტორი; 2001-2003წწ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1946 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს; ავტორია პოეტური კრებულებისა: "ჩემი გაზაფხული"(1955), "შინ და გარეთ"(1959), "მიწა და ვარსკვლავები"(1962), "გუშინ, დღეს, ხვალ"(1974), "გზა"(1985), "სამადლობელი"(1986); პროზაული ნაწარმოებებისა: "მეგობრობის თვალით"(1956), "დღეები და ქალაქები"(1964); თარგმნა უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, მათ შორის: უნგრელი მწერლის იმრე მადაჩის დრამატული პოემა "ადამიანის ტრაგედია"(1984); მისი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.215; geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. -გვ.67; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა, მდივანი (1971-1973)
  • საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტო, თავმჯდომარე (1989-2001)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • კი და არა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1965. - 84გვ.
  • ჩემი გაზაფხული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1955. - 76გვ.

გააზიარე: