Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა გერსამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1968 წლიდან იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1976 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "არტერიული სისტემის პეიმდანსის შედარებითი შესწავლა". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |