The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე გურიელი

Date of birth:1770
Date of death:1818  (at 48 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოგილიონი, ბელორუსია.

ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში 1780 წელს; გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში 1786 წელს.

1789-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში; 1794 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, შემდეგ ფანაგორიის გრენადერთა პოლკში მსახურობდა; 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა ბოროდინოს, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში; რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის დროს (1813–1814) მეთაურობდა 23–ე ქვეითთა დივიზიის I ბრიგადას; თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, კომბლენცისა და სხვა ბრძოლებში; ვიდრე ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტის მაღლობი. მიღებული აქვს წმინდა ანას ბრილიანტი, წმინდა გიორგის ბრილიანტი, წითელი არწივის II ხარისხის ორდენი (პრუსია). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1803), გურიის მთავრის ქაიხოსრო III გურიელის შვილიშვილი, გენერალ–მაიორ ს. გურიელის ვაჟი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

Share: