The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო გურიელი

ნინო გურიელი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1982 წელს.

სსრკ ჩემპიონატის ცხრაგზის მონაწილე(საუკეთესო შედეგები: 1981 –II ადგილი, 1985 III-IV ადგილები); 1978 წლიდან მონაწილეობდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებში; ზონალური ტურნირები: ფრუნზე (1978, I ადგილი), ჩერნიგოვი (1985, II-IV ადგილები); საზონათაშორისო ტურნირები: ალიკანტე (1979,  III ადგილი), თბილისი (1982, IV-VI ადგილები), ჟელეზნოვოდსკი (1985, VII ადგილი), კუალა–ლუმპური (1990, III-IV ადგილები); 1980 წელს პრეტენდენტთა მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხდა ნონა გაფრინდაშვილთან; 1997 წელს მონაწილეობდა პრეტენდენტთა ტურნირში; იყო ქალთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში: ოქროს მედალი (1992, 1994, 1996), ვერცხლის მედალი(2000), გამარჯვებული გუნდის კაპიტანი (2008); მოიპოვა პირველი ადგილი საერთაშორისო ტურნირებში: ბიდგოშჩი (1978, 1979), ბად–კისინგენი (1981), სოფია (1983), პლოვდიდი (1986), ბელგრადი (1986, 1990) ჰავანა (1988); მოჭადრაკე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.219; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი (2002-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საერთაშორისო დიდოსტატი
  • 1978 - საერთაშორისო ოსტატი
  • 1976 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: