შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩხიკვიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუთური, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1946-1948 წწ. სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი; 1948-1954 წწ. მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1954-1955 წწ. საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955-1956 წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957 წწ. საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961 წწ. საქართველოს კულტურის მინისტრი; 1961-1969 წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981-1987 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორის, მონოგრაფიებისა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.178; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |