The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გურიელი–ჭყონია

არჩილ გურიელი–ჭყონია
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1895
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 1955  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ–იორკი, აშშ
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1915 წლიდან გიმნაზიის დასრულების შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადო საქმიანობას; 1921 წელს იყო თებერვლის ბრძოლების(ბოლშევიკური რუსთის მე–11 არმიის წინააღმდეგ) აქტიური მონაწილე; საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში(1922-1937); 1937 წლიდან აშშ–ში; აქტიურად იყო ჩაბმული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში; მეუღლესთან ერთად აშშ–ში დააფუძნა პარფიუმერიის სამრეწველო და სავაჭრო ქსელი – "Gurielli Apothecary"; აგრეთვე იყო ცნობილი პარფიუმერული წარმოების "Prince Matchabelli" თანადამფუძნებელი და აშშ–ის ქართული ასოციაციის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.219

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ–ის ქართული ასოციაცია, თავმჯდომარე (1945-1947)

გააზიარე: