The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი

გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2023  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს; 1971 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; 1976 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

კინოში მუშაობა დაიწყო როგორც მხატვარმა ("რესტავრატორები", 1968; "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1968). საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო მხატვრული ფილმები: "მოლანდება" (შ. მარტაშვილთან ერთად, 1975), "საფეხურები" (მ/მ, 1979), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984); დოკუმენტური ფილმები: "პრემიერა" (1977), "მე, ლუბა ნიჟარაძე" (1978), "ექსპერიმენტი" (1979; სახელმწიფო პრემია, "ხუთწლედის მატიანე", 1980), "ბიჭვინთა" (ჯ. ებრალიძესთან ერთად, 1980), "რექტორი" (1981), "ალჟირის კონგრესი" (1984), "33 საუკუნის შემდეგ" (დ. შალიკაშვილთან და თ. ჩიხლაძესთან ერთად, 1985), "გამჭოლი მოქმედება" (1985), "მთვარის გლობუსი" (მ. ანთაძესთან ერთად, 1987; სატელევიზიო ფილმების საკავშირო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, 1987; მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის ბრინჯაოს მედალი, 1988; სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ოქროს საწმისის" II პრიზი, 1988), "კატასტროფა" (ვ. კვიჟინაძესთან ერთად, 1987). ინგლისის ტელევიზიის IV არხთან თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ვეძებთ მარჯორისა და ოლივერს" (1990) და მხატვრული ფილმი "ბედიანი" (1993). ტელევიზიის კინორეჟისორი; მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია (1982).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 196; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geსაქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy — публикации | Facebookსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.321

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს შემოქმედთა საერთაშორისო ფედერაცია, თავმჯდომარე (1998-)

გააზიარე: