The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ლაღიძე

ლევან ლაღიძე
Date of birth:19 May, 1958  (65 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1981 წელს.

1985-1988წწ. იყო თბილისის მხატვრის სახლის ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. მისი პერსონალური გამოფენები მოწყობილია თბილისის მხატვართა სახლში, აშშ-ის საელჩოში და გერცევის გალერეაში მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული კოლექტიურ გამოფენებში ავსტრიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში. მისი ნამუშევრები დაცულია: სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ეროვნული გალერეაში (თბილისი, საქართველო), გალერეა "Gertsev" (მოსკოვი, რუსეთი), გალერეა "TMS" (თბილისი, საქართველო). არის ამიერკავკასიის მხატვართა ბიენალეს ბრინჯაოს მედალის მფლობელი (1985) და თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალის ლაურეატი (1995). 2011 წლიდან "ლაღიძის გალერეა"-ს მფლობელია. 2018 წლიდან ლევან ლაღიძე თნამშრომლობს ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელ კურატორ ქეთრინ ლევინთან და ყოველწლიურად ლონდონში მისი სოლო გამოფენები იმართება.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 195;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 36-37

Member of Organizations

  • თბილისის საპატიო მოქალაქე (2023-)
  • საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1986-1989)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

Share: