The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუკა ლაზარი

ლუკა ლაზარი
Legal name:ლევან ლასარეიშვილი
Date of birth:13 December, 1957  (66 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის განყოფილება 1982 წელს.

1979-1982წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მხატვარი; 1990-2003წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. კიოლნში (გერმანია); 1997-2005წწ. სახვითი ხელოვნების ევროპული აკადემიის (გერმანია) მოწვეული ლექტორი; 2003 წლიდან ცხოვრობს ნიუ-იორკში (აშშ). 1982 წლიდან როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი მხატვარი მონაწილეობს გალერეებსა და მუზეუმებში გამართულ მრავალ პერსონალურსა და ჯგუფურ გამოფენებში; მუშაობს სხვადასხვა მედიუმში: ფერწერა, ინსტალაცია, ობიექტი და ვიდეოარტი. 1990-იანი წლების დასასრულ მხატვარი გატაცებულია მინიმალურ-აბსტრაქტული ხელოვნებით, რის შედეგად ლაზარმა შექმნა ნამუშევართა სერიები "თეთრი ფარდა" და "One-liners". ამ პერიოდიდან ლუკა ლაზარმა დაიწყო საკუთარი მხატვრული სტილის განვითარება, რომელიც ეფუძნებოდა მინიმალურ, აბსტრაქტულ, გეომეტრიულსა და ოპტიკურ ხელოვნებებს და რომელიც შეიცავდა ექსპრესიონიზმის სახიერ ნიშნებსაც. შედეგად, შეიქმნა ნამუშევრები, რომლებიც არ გვაგონებს რომელიმე არსებულ მხატვრულ მიმდინარეობას ან სტილს. ისინი გამოსახავს სივრცეში უწყვეტი მოძრაობის შეგრძნებას. აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება "მოძრავი კადრები". ლუკა ლაზარის პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენები იმართება მსოფლიოს მრავალ ქალაქში: მოსკოვში, პარიზში, ბაზელში, ჰამბურგში, მიუნხენში, კასელში, კილში, ვარშავაში, ბერლინში, დალასში, ნიუ-იორკში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 194; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 54-55

           



Share: