შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ლადარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს; 1991 წელს თბილისის სასულიერო აკადემია. 1994 წლიდან რომის აღმოსავლური ინსტიტუტის ლიცენციატი. შესრულებული აქვს თარგმანები "კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო"(ქართულად, 1997), ეგნ. ლოიოლა "ავტობიოგრაფია"(რუსულად, 1993), დავით აღმაშენებელი "გალობანი სინანულისანი"(იტალიურად, 1996), გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"(იტალიურად) და სხვ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა -"დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. ისტორიულ-ლიტურგიული ანალიზი", დაიცვა 1996 წელს(რომი). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |