შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბაკურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა კომპოზიტორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; არის ავტორი ნაწარმოებებისა: სცენიური: "პრელუდიუმი", ჰეპენინგი სოლისტების, სიმფონიური ორკესტრისა და მაგნიტური ფირისათვის 2 მოქმედებად: "ხმაურებიდან გალობამდე", "მცირე წრე"(ტექსტი ვაჟა–ფშაველასი, 1974), ვოკალურ–ინსტრუმენტული: "ლირიკული სტროფები", კანტატა, სოლისტების, მამაკაცთა კამერული გუნდისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის – "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით(1963); "ჯონ რიდი", ორატორია სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(ტექსტი გ. ტაბიძისა, 1970); სიმფონია–კანტატა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის – "გალობანი სინანულისანის" მიხედვით(1971); კამერული: სექსტეტი კლარნეტის, დასარტყამი ინსტრუმენტებისა და სიმებიანი კვარტეტისათვის(1963); დიალოგები კლარნეტის, ფაგოტისა და ვიოლონჩელისათვის(1968); სიმებიანი კვარტეტი "ფშაური ნატირლები" ორი წიგნი კვარტეტისათვის(ტექსტი გ. ტაბიძის მიხედვით, 1970), "მწუხრი" სიმებიანი ორკესტრისათვის(1978); ორი წიგნი კვინტეტისათვის (საფორტეპიანო) – IX ს. უცნობი ქართველი ავტორისა და ეკლესიასტეს წიგნის(XI, 9) მიხედვით(1992); არის კომპოზიტორი კინოფილმებისა: "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი"(რეჟ. ო. იოსელიანი), "ქალაქი ანარა", "მოცურავე"(რეჟ. ი. კვირიკაძე), "უბედურება"(რეჟ. გ. კანდელაკი); სპექტაკლებისა: "ოიდიპოს მეფე"(რეჟ. თ. ჩხეიზე), "კორიოკანოსი"(რეჟ. გ. ქავთარაძე), "რიჩარდ II"(რეჟ. ა. ქანთარია); ტელეფილმებისა: "დაუვიწყარი დღე", "ავთო ვარაზი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996–97. – გვ. 33 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |