შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისო ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1959 წელს ჩააბარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა მსოფლიო ახალგაზრდობის მე-7 საერთაშორისო ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურიატი. 1967 წელს იყო იაკობ ზაკის ასისტენტი; 1970 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია, პროფესორ ლევ ვლასენკოს კათედრის დოცენტი, ამავე კათედრის პროფესორი (1994), მიუნხენის კონსერვატორიის პროფესორი (1995); ე. ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით, მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის გამარჟვებული (1959), მოსკოვის მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის III პრემია (1961), პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის III პრემიის ლაურეატი (მოსკოვი, 1961), შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია (ქ. ცვიკაუ, გერმანია 1966), 2017 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 79; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 104-105 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |