The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესიკ ლაგვილავა

ბესიკ ლაგვილავა
Date of birth:19 March, 1963  (61 years)
Category:Economist, Public official, Mathematician, Writer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი (ახ. ბულიწყუ), ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1984 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი "ბიზნესის უმაღლესი სკოლა", წარმოების მართვის ორგანიზაცია 1991 წელს. 

1984-1989წწ. იყო ავტომატური სისტემების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე; 1990-1991წწ. კონცერნ "საქეკოინფორმსერვისის" კომერციული დირექტორი, მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1992 წელს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური სამსახურის მეწარმეობის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე; თანაავტორი მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამისა; 1992-1993წწ. მეწარმეთა და კოოპერატორთა კავშირის სამრეწველო კომერციული ცენტრის გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. შსს კომერციული სამსახურის უფროსი, შსს განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, პრივატიზაციის და მცირე ბიზნესის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2002 წწ. საგარეო და საშინაო ბაზრების ქვეკომიტეტის თავმდომარე; 2002 -2004 წწ საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2002-2004 წწ საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2004-2006წწ. საქართველოს რკინიგზის საწარმოთა და ფილიალების დეპარტამენტის დირექტორი; სხვადასხვა სამეწარმეო სტრუქტურათა დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ავტორი ესსეებისა, ნოველებისა და პუბლიცისტური სტატიებისა, რომლებიც ქვეყნდებოდა ბეჭდურ პრესასა და სოციალურ ქსელში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 193; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 221

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის პრივატიზაციის და მცირე ბიზნესის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თამჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საშინაო და საგარეო ბაზრების ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • ფაზისის აკადემია, წევრი (2021-)

Bibliography


Share: