The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა კუჭუხიძე

მედეა კუჭუხიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 2025  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ხელმძღვ. ლ. იოსელიანი) 1961 წელს.

1962-1971 წლებში და 1999 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1964 წლიდან მუშაობს კ. მარჯანიშვილის თეატრში დამდგმელ რეჟისორად. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში: ვ. კანდელაკის "სოკრატე", ლ. თაბუკაშვილის "ძველი ვალსი", ჩ. დიკენსის "დიდი იმედები", ლ. როსებას "პრემიერა", და "პროვინციული ამბავი", ჯ. იოსელიანის "ტაკიმასხარა", და "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი", გონძა მონ ჩიკამაცუს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე", ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა", კ. ჩაპეკის "დედა", გ. ხუხაშვილის "მთაწმინდის მთვარე", ე. დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება", ა. მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის", პ. კაკაბაძის "სამი ასული", "ტყის ქალები", "პორტოპოლოს ტუსაღები", კ. გოცის "ლურჯი ურჩხული", ტ. უილიამსის "იაგუნას ღამე", ა. აფიონოგენოვის "შიში", კ. ვოიტილას " ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ", ძი-იუნის "დიადი მცირეში" და სხვა. სოხუმის ქართულ თეატრში: ე. შვარცის "თოვლის დედოფალი", ვ. კორასტილიოვის "მე მჯერა შენი", ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"; სანკულტურის თეატრში: ბლაჟეკის "უხვი საღამო"; გრიბოედოვის თეატრში: გუდრიჩის, ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"; რუსთაველის თეატრში: ტ. უილიამსის "შუშის სამხეცე". ავტორია პიესების: "ყბედი თუთიყუში" და "ზღაპარ იყო". მას ეკუთვნის სამეცნიერო შრომები: "მსახიობის ინდივიდუალურობა", "თანამედროვე თეატრის სტანდარტიზაცია", "თეატრალური მიმდინარეობა ანტიშექსპირიზმი", "XX საუკუნის დასაწყისის ავანგარდთან შერწყმული ევროპული პოსტმოდერნიზმის ეპიგონური გამოხმაურებები ქართულ თეატრში", "ნიკო ჭავჭავაძის აქსიოლოგია", "ერდემონოლოგია", "ტანჯვის აზრი", "წერილი ქაოსიდან" (ილია პრიგოჟინისა და ი. სტენგერსის მიხედვით). მისი ინიციატივით 1987 წელს თბილისში მოეწყო "კაბუკის" თეატრის გასტროლები. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ნორა ბერკი - ჯ. სინგის "ბინდი ველზე" (1957, თეატრალური ინსტიტუტი), კამილა - ა. მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის" (მარჯანიშვილის თეატრი, 1969), მერეი -ა. კრონინის "იუპიტერი იცინის" (საქართველოს ტელევიზია, 1970).  

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 191; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.338; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.69; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.249

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1983 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
    სპექტაკლისთვის "პროვინციული ამბავი"
  • 1976 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: