The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეშქენ გურკლელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

XIII საუკუნის 30-50-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე; რუსუდანისა და დავით IV ნარინის კარის მოხელე–ამირეჯიბი; მემკვიდრეობით სოფელ გურკელის(სამცხე) მფლობელი; იყო დავით VI-ის თანშეზრდილი და დაახლოებული პირი; დაახლოებით 1243 წელს იგი თან ახლდა მეფობის დასამტკიცებლად ოქროს ურდოში წასულ დავით VI-ს; 1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VI-თან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა; ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იმერეთში დამკვიდრდა სამეფო კარზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.224


გააზიარე: