The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურვან გურკლელი

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Politician

Biography

XIII საუკუნის 60-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე(ვარაუდით გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგისძის სახლის წევრი, შესაძლოა ძმა); მოღვაწეობდა დავით VII ულუს კარზე; 1260 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული მეფის მხარეზე იბრძოდა ახალდაბასთან; XIII საუკუნის 60-იან წლებში იგი ტყვედ ჩაუვარდა სამცხე-ჯავახეთში შემოსეულ მონღოლთა რაზმს, რომელსაც ალათემური სარდლობდა; მან თავი დააღწია ტყეობას, შეკრიბა ლაშქარი და შეებრძოლა მტერს; ამის შემდეგ მისი გვარი წყაროებში აღარ იხსენიება; როგორც ჩანს, მომძლავრებულმა ჯაყელთა სახლმა წაართვა მათ მამული; სოფელ გურკელთან ერთად გურკლელთა სახლმა დაკარგა თავისი გვარწოდებაც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.224


Share: