The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გასპარიანი

სხვა სახელი:გურო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1984  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1924 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებთან – "რაბოჩაია პრავდა", "ზარია ვოსტოკა"; 1931 წლიდან გაზეთ "პრავდისათვის" ქმნიდა პოლიტიკურ კარიკატურებს; 30-70–იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალებთან – "ნიანგი", "დროშა"; II მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობდა ანტიფაშისტური ფურცლებისა და პლაკატების ("ხიშტით და კალმით") შექმნაში; დაასურათა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები: კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი", დ. ბაქრაძის "გმირთა სისხლით"; გააფორმა ბ. პასტერნაკის ლექსების კრებული საქართველოს შესახებ; შექმნა პოეტ ს. ესენინის პორტრეტი (1925); მხატვარ–სატირიკოსი, გრაფიკოს–პლაკატისტი, პოლიტიკური კარიკატურის ოსტატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.224

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: