The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე
Legal name:ელდარ კურტანიძე
Date of birth:16 April, 1972  (52 years)
Category:Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ფშავი, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1996 წელს, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999-2010წწ. პროფესიონალი მოჭიდავე (თავისუფალი ჭიდაობა); კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის, მახაჩყალის A კლასის საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული; ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის "გრან-პრის" მფლობელი; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), ევროპის სამგზის მეორე პრიზიორი (1993, 1995, 2002), მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1995), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 1997, 1998, 2001, 2005), საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003), ატლანტის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1996), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1999), სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000); 2012-2015წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიაში; 2015-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორბა: პარტიული სიით. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 190; საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი: sok.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 220; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.329

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2015-2016)
  • საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, პრეზიდენტი (2012-2014)

Awards and Honors

  • 2003 - მსოფლიოს ჩემპიონი
  • 2003 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2002 - მსოფლიოს ჩემპიონი
  • 2002 - ქართული სპორტის რაინდის წოდება
  • 2000 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი

Share: