Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანო კახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს; 1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "შვიდკაცა"; 1958-1962წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1962-1971წწ. იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1965-1973წწ. მთავარი დირიჟორი; 1973 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; მას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: "შერეკილები" (გ. ყანჩელთან ერთად), "პირველი მერცხალი" (ბიძინა კვერნაძესთან ერთად), "დათა თუთაშხია" (ბიძინა კვერნაძესთან ერთად); მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (სტრავინსკის "საღმთო გაზაფხული", შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის "ანცი შაირები", ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის "როსტოკური სიმფონია", თორაძის მე-2 სიმფონია; 1971-1973წწ. მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად; 1972 წელს ამავე თეატრის სცენაზე მისი ინიციატივით და ხეძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი"; 1989 წელს დაარსდა თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი, რომლის შექმნის იდეა მას ეკუთვნის; მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა, იგი დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს; მისი სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება; არის ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალის (1958) და მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი. ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მომღერლი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,2018.-გვ.603; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 105; kakhidzemusiccenter.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.248 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |