შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კორსანტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჟიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი 1989 წელს. ქართველი პიანისტი; 1993 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში; ამჟამად არის New England Conservatory-ის პროფესორი ბოსტონში(აშშ); 2001 წელს დაუკრა "კარნეგი ჰოლის" სცენაზე; მიღებული აქვს ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის I პრემია (1981), შოპენის სახელობის კონკურსის დიპლომი (1985, ვარშავა), სიდნეის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის (ავსტრალია) I პრემია (1988), პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი პალმ-ბიჩის (აშშ) I პრემია (1994), არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის (ისრაელი, თელ-ავივი), I პრემია (1995). ეწევა საშემსრულებლო მოღვაწეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 188; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 177-178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |